- პორცია: 10 ადამიანი
- მომზადება: 10 წუთი
- დამზადება: 30 წუთი
- კალორია 100 გრამზე: -
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ბოტვინია - რუსული ცივი სუპი
ბოტვინია არის ტრადიციული რუსული ცივი სუპი, რომელიც მზადდება პურის კვასისგან, ჭარხლის ფოთლების ნახარშისაგან და წითელი თევზისგან. ბოტვინია ცალკე ჯამით, წვრილად დაჭრილ ყინულთან ერთად მიაქვთ სუფრაზე.
ბოტვინია შესანიშნავად აგრილებს ზაფხულის სიცხეში და ის უფრო მსუბუქია, ვიდრე ოქროშკა. სუპს პიკანტურობას მატებს პირშუშხა (ხრენი), ლიმონი და მდოგვი.
თევზის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ზუთხი, სევრიუგა, ორაგული ან მათი კომბინაცია. ბოტვინიის თევზის ნაწილი შეიძლება გაამდიდროთ ან ჩაანაცვლოთ კიბორჩხალებითა და კრევეტებით.
ინგრედიენტები
დამზადება
- ქვაბში მსუბუქად მოხარშეთ ჭარხლის ფოთლები და ცალკე — ძირები, სანამ არ დარბილდება. მოხარშეთ მჟაუნას ფოთლები, არაუმეტეს 3 წუთის განმავლობაში.
- ჭინჭარი გარეცხეთ ცივ წყალში, დაასხით მდუღარე წყალი და გადაწურეთ საწურზე.
- ბასრი დანით წვრილად დაჭერით ჭარხლის ფოთლები, მჟაუნა და ჭინჭარი. არ დააქუცმაცოთ მწვანილი ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში!
- დაამატეთ წვრილად დაჭრილი ჭარხლის ძირები და დაქუცმაცებული მწვანე ხახვი, მარილი მოაყარეთ გემოვნებით.
- კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად და გადადგით ცალკე.
- შეურიეთ ერთმანეთს პურის კვასი და თეთრი კვასი.
- ლიმონის ცედრა და წვენი აურიეთ შაქართან.
- დაამატეთ მდოგვი, გახეხილი პირშუშხა (ხრენი), ჩაასხით ცოტაოდენი კვასი და მოურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ დარჩენილი კვასი.
- კვასის მასა შეურიეთ ბოტვინიის (მწვანილის) მასას, დაამატეთ კიტრი და შედგით მაცივარში 15-20 წუთით. ამ დროის განმავლობაში მწვანილი უნდა დამჟავდეს.
- მოამზადეთ თევზი ბოტვინიისთვის.
- თევზის ნაჭრები მოათავსეთ ქვაბში მდუღარე მარილიან წყალთან ერთად. დაამატეთ ხახვი, კამა, შავი წიწაკა და დაფნის ფოთოლი.
- თევზი უნდა მოიხარშოს 7-10 წუთის განმავლობაში.
- თევზი გამოიღეთ ნახარშიდან, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
- ბოტვინია მიიტანეთ სუფრასთან თევზთან, ცალკე მოთავსებულ ყინულთან და ლიმონის ნაჭრებთან ერთად.

შეიძლება მოგეწონოთ