- პორცია: 4 ადამიანი
- მომზადება: 30 წუთი
- დამზადება: 30 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 280
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ხიჩინი — თხელი კავკასიური კვერებია შიგთავსით. ხიჩინი ყველით და მწვანილით ძალიან არომატული და ნოყიერი კერძია.
ინგრედიენტები
დამზადება
- მომზადებისთვის დაგვჭირდება: კეფირი (იდეალურ შემთხვევაში — აირანი), ფქვილი, მარილი, სოდა, ბრინზა, კამა და ოხრახუში, ასევე კარაქი კვერების (ლეპიოშკების) გადასასმელად.
- ფქვილისგან, კეფირისგან, სოდისა და მარილისგან მოზილეთ ნაზი (არამკვრივი) ცომი. ფქვილის რაოდენობა მიახლოებითია და შესაძლოა ცოტა მეტიც დაგჭირდეთ. ცომი კარგად უნდა ათქვიფოთ — რამდენჯერმე დაანარცხეთ მაგიდაზე, შემდეგ კი დაასვენეთ, რათა გახდეს ელასტიური.
- კამა და ოხრახუში წვრილად დაჭერით (დაკეპეთ).
- მწვანილს დაამატეთ წვრილად დაფხვნილი ბრინზა. ჩანგლით ისე უნდა აურიოთ შიგთავსი, რომ საერთოდ არ დარჩეს ისეთი ნაჭრები, რომლებმაც შეიძლება ცომი გახიოს. ბრინზა მარცვლოვან მდგომარეობამდე უნდა დაიფხვნას.
- ცომი დაამუშავეთ და მიეცით მოგრძო ფორმა („ძეხვისებური“), შემდეგ კი გაჭერით 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაჭერი ხელით გააბრტყელეთ პატარა კვერად და მასში მოათავსეთ ზუსტად იმდენივე შიგთავსი, რამდენიც ცომის მოცულობაა.
- ცომი შიგთავსის გარშემო მოაგროვეთ და თავი მჭიდროდ მოუკარით.
- შიგთავსიანი „კვანძი“ (შეკრული ადგილი) ხელით დააბრტყელეთ და ფრთხილად, წრიული მოძრაობით, ჰაერში (ხელში) დაჭერილი, ისევ კვერის ფორმამდე გააბრტყელეთ.
- ძალიან ფრთხილად გააბრტყელეთ შიგთავსიანი კვერი საბრტყელებლით უთხელეს ფენად. სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სმ-ს, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 20 სმ უნდა იყოს.
- მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ კარაქი მზა ხიჩჭინებზე გადასასმელად.
- ხიჩინები გამოაცხვეთ (დაბრაწეთ) მშრალ ტაფაზე. ტაფის გახურების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და საშუალო დონეზე დააყენეთ.
- ხიჩინები ზედმეტად არ უნდა დაიბრაწოს, მათ ზედაპირზე მხოლოდ მცირე ზომის ყავისფერი ლაქები (ნამწვავები) უნდა გაჩნდეს.
- გადმოიღეთ ხიჩინი ტაფიდან თეფშზე და გადაუსვით გამლღვალი კარაქი. სანამ შემდეგი იწვება, მზა ხიჩინს დააფარეთ ფოლგა ან შესაბამისი ზომის თავსახური.
- გადმოიღეთ ხიჩინი ტაფიდან თეფშზე და უხვად გადაუსვით გამლღვალი კარაქი. სანამ შემდეგი ხიჩინი იწვება, გამომცხვარს დააფარეთ ფოლგა ან შესაბამისი ზომის თავსახური.
- კარაქგადასმულ ხიჩინების დასტას გადააფარეთ ფოლგა და ტილო, აცადეთ ცოტა ხანს, რათა კარგად დარბილდეს და გახდეს ნაზი.
- შეგიძლიათ ხიჩინები მიიტანოთ სუფრასთან მთლიანი სახით, ან ერთიანად დაჭრათ მთელი დასტა ნაწილებად. ხიჩინებს ძალიან უხდება არაჟნის სოუსი მწვანილით და ნივრით.
ხიჩინი ყველით

შეიძლება მოგეწონოთ