- პორცია: 6 ადამიანი
- მოსამზადებელი დრო: 20 წუთი
- მომზადების დრო: 2 საათი 10
- კალორიები: -
- სირთულე:
საშუალო
დაბეჭდვა
ეს წარმოუდგენლად გემრიელი ბოსტნეულის ლაზანიაა.
ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც გარნირი ხორცისთვის ან როგორც დამოუკიდებელი კერძი მათთვის, ვინც დიეტას იცავს. ვიმედოვნებთ, რომ გამოადგებათ მათ, ვისაც სურს იკვებოს გემრიელად და ამავე დროს „დაბალკალორიულად“.
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები
დამზადება
- ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით კუბებად. შეურიეთ მარილი, მოათავსეთ საწურში (დუშლაგში), დააფარეთ თეფში და დაადეთ სიმძიმე. დატოვეთ ერთი საათით, რომ წვენი დაიწუროს. გამოწურეთ დარჩენილი სითხე და შეამშრალეთ პირსახოცით.
- პომიდორს მოაშორეთ კანი, წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით კუბებად, ხახვიც ასევე დაჭერით კუბებად.
- პომიდორი, ბადრიჯნის, ყაბაყის, წიწაკისა და ხახვის კუბები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, მოაყარეთ დაჭრილი ნიორი, ბაზილიკი, მოასხით ზეითუნის ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აცხვეთ 240 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეულის კუბების კიდეები არ დაიბრაწება. მზა ბოსტნეულს მოაყარეთ დაჭრილი ზეთისხილი და კაპერსი.
- სოუსისთვის, ქვაბში შეურიეთ ფქვილი, კარაქი, რძე, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ სოუსი არ ადუღდება და არ შესქელდება. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ კიდევ 2 წუთი. შეურიეთ 3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი. სოუსი მზად არის.
- ფორმისა ძირზე ჩაასხით სოუსის მეოთხედი და დაალაგეთ ბოსტნეულის ნარევის მესამედი. მოაყარეთ გახეხილი მოცარელას ყველის მესამედი და დააფარეთ ლაზანიის ფურცლების ფენა. გაიმეორეთ ყველაფერი თავიდან, დაასრულეთ სოუსის ფენით. მოაყარეთ დარჩენილი 1 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა ქერქი არ წარმოიქმნება.
გამომცხვარი ბოსტნეულის ლაზანია ხმელთაშუა ზღვის სტილში.

შეიძლება მოგეწონოთ