- პორცია: 5 ადამიანი
- მომზადება: -
- დამზადება: 8 საათი
- კალორიები: -
- სირთულე:
საშუალო
დაბეჭდვა
გაეცანით მოხარშულ-შებოლილი ღორის კანჭის დეტალურ რეცეპტს. ნოყიერი და არომატული კერძი, რომელიც 2-საათიანი ხარშვითა და ცხელი შებოლვით სრულდება. იდეალურია ნებისმიერი სუფრისთვის!
ინგრედიენტები
დამზადება
- კარგად გარეცხეთ და გაწმინდეთ კანჭი. შეგიძლიათ რამდენიმე ღრმა, ვიწრო ნაკვეთი გაუკეთოთ დანით.
- კანჭი შეაზილეთ მარილითა და პილპილით. თუ გსურთ, შეგიძლიათ მჭიდროდ შეფუთოთ პლასტიკურ პარკში და შეინახოთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში.
- კანჭი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი. დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა ბარდა და 1 თავი ნიორი (გაჭრილი შუაზე). დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში (სანამ ხორცი არ დარბილდება).
- ამოიღეთ კანჭი ბულიონიდან და კარგად გააშრეთ (დაახლოებით 1-1.5 საათი) ღია ჰაერზე ან მაცივრის თაროზე - სეტკაზე. ეს აუცილებელია შებოლვისთვის. გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ შეაზილოთ დამატებითი სანელებლები, მაგალითად, დაფქული პაპრიკა ან ნიორი.
- კანჭი მოათავსეთ ცხელი შებოლვის კამერაში. გამოიყენეთ მურყნის ან წიფლის ნახერხი. შებოლეთ დაახლოებით 40 წუთიდან 1 საათამდე. (დრო დამოკიდებულია კამერის ტიპზე).
- შებოლილი კანჭი დატოვეთ მაცივარში 10-12 საათით (ან ერთი დღე-ღამით) დასამწიფებლად, რათა შებოლვის გემო და არომატი კარგად გაჯდეს.
მოხარშულ-შებოლილი ღორის კანჭი

შეიძლება მოგეწონოთ