პაელია ქათმით და კრევეტებით

პაელია ქათმით და კრევეტებით

თევზი და ზღვის პროდუქტები 0 ბოლო განახლება: Oct 29, 2025 შექმნილია: Oct 29, 2025
პაელია ქათმით და კრევეტებით
  • პორცია: 6 ადამიანი
  • მოსამზადებელი დრო: 10
  • მომზადების დრო: 20
  • კალორიები: -
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

ესპანეთში პაელია ტრადიციულად თუჯის ტაფაზე იშუშება და ხშირად მასზევე მიაქვთ სუფრაზე. კლასიკური კერძის ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული, მაგრამ შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ინგრედიენტებიც, რომლებიც გიყვართ. მე პირველად გავსინჯე პაელია კრევეტებით, ქათმით და ესპანური ძეხვით, ჩორიზოთი. ყველა პროდუქტი ძალიან ხელმისაწვდომია, ხოლო ჩორიზო შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი შებოლილი ძეხვით. დღეს მე მოგიყვებით მარტივ რეცეპტზე, თუ როგორ მოვამზადოთ ასეთი გემრიელი და ნოყიერი პაელია.

ინგრედიენტები

დამზადება

  1. ქათამი გარეცხეთ, მოაშორეთ ყველა ძვალი და კანი, მხოლოდ ფილე უნდა დარჩეს.
  2. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით ქათამი ოქროსფერ შეფერილობამდე.
  3. პომიდორი, ხახვი და ნიორი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ზაფრანა დაასხით ერთ კოვზ თბილ წყალს და დააცადეთ ცოტა ხანს დაყენდეს.
  4. როდესაც ქათამი შეიწვება, ამოიღეთ ტაფიდან და გადადგით. ძეხვი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, კრევეტები გაფცქვენით, კუდები დაუტოვეთ.
  5. იმავე ტაფაზე მოათავსეთ ხახვი, ნიორი და მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი და შუშეთ (შეწვით) ოქროსფერ შეფერილობამდე 5 წუთის განმავლობაში.
  6. ტაფაში დაამატეთ ზაფრანა და პაპრიკა, გააცხელეთ ერთი წუთის განმავლობაში, რათა სანელებლებმა არომატი გამოუშვან და შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი.
  7. როდესაც პომიდორი ოდნავ შეიწვება და დარბილდება (დაახლოებით 5 წუთი), დაამატეთ ბრინჯი, შემწვარი ქათამი და დაასხით ბულიონი. მოაყარეთ მარილი და დადგით მოსაშუშად საშუალო ცეცხლზე 20 წუთით.
  8. როდესაც ბრინჯი შეიწოვს მთელ სითხეს, დაამატეთ გაფცქვნილი კრევეტები და ბარდა, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.