კრუასან-სენდვიჩი ორაგულით

კრუასან-სენდვიჩი ორაგულით

ცომეული 0 ბოლო განახლება: Jan 14, 2026 შექმნილია: Jan 14, 2026
კრუასან-სენდვიჩი ორაგულით
  • პორცია: 2 ადამიანი
  • მომზადება: 10 წუთი
  • დამზადება: 10 წუთი
  • კალორია 100 გრამზე: 145
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

რჩევა: უფრო პიკანტური გემოსთვის შეგიძლიათ ნაღების ყველს წვრილად დაჭრილი კამა და ცოტაოდენი ლიმონის წვენი წინასწარ შეურიოთ.

ინგრედიენტები

დამზადება

  1. გამოიყენეთ მზა კრუასანები შიგთავსის გარეშე.
  2. ნაკლებმარილიანი თევზი დაჭერით თხელ ნაჭრებად (სლაისებად). შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი მზა დაჭრილი ორაგულიც.
  3. პომიდორი დაჭერით თხელ რგოლებად.
  4. სალათის ფოთლები და კამა გარეცხეთ და გააშრეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ სხვა მწვანილიც გამოიყენოთ.
  5. ლიმონი გარეცხეთ (შეგიძლიათ მდუღარე წყალი გადაავლოთ) და გაჭერით შუაზე. ნახევარი ლიმონისგან დაჭერით 4 თხელი რგოლი, დარჩენილი ნაწილიდან კი გამოწურეთ წვენი და მოასხით თევზს.
  6. სენდვიჩის აწყობა:
  7. კრუასანები გაჭერით სიგრძეზე შუაზე. ქვედა ნაწილებზე დააფინეთ სალათის ფოთლები და უხვად წაუსვით ნაღების ყველი (ან სხვა, თქვენი გემოვნებით).
  8. შემდეგ დაალაგეთ პომიდვრისა და ლიმონის რგოლები.
  9. ზემოდან დააწყვეთ ორაგულის ნაჭრები.
  10. კვლავ დაამატეთ პომიდვრისა და ლიმონის ნაჭრები.
  11. ბოლოს დაადეთ სალათის ფოთოლი, კამა და დააფარეთ კრუასანის მეორე ნახევარი.

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.