- პორცია: 2 ადამიანი
- მომზადება: 5 წუთი
- დამზადება: 10 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 580
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
პატარა რჩევა: ტომ იამში გალანგალი და ლაიმის ფოთლები, როგორც წესი, არ იჭმება — ისინი მხოლოდ არომატისთვისაა. ჭამის დროს შეგიძლიათ თეფშის კიდეზე გადადოთ.
ინგრედიენტები
დამზადება
- ქვაბში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი. ჩაყარეთ გალანგალი (ან მშრალი კოჭა) და კაფირ ლაიმის ფოთლები (ან ცედრა). მსუბუქად მოთუშეთ 1 წუთის განმავლობაში, სანამ სასიამოვნო სურნელს არ იგრძნობთ.
- დაამატეთ ტომ იამის პასტა. თუ ძალიან ცხარე არ გინდათ, თავიდან ნახევარი (75 გრ) ჩაუშვით. მოურიეთ და თუშეთ ზეთში კიდევ 1 წუთი — ეს პასტის არომატს უფრო "გახსნის".
- დაჭერით ქამა სოკო შუაზე ან ოთხად და ჩაყარეთ ქვაბში. მოურიეთ, რომ პასტამ სოკო სრულად დაფაროს.
- ჩაასხით ქოქოსის რძე (400 მლ). თუ მასა ძალიან სქელი მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ დაამატოთ 100-200 მლ წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე.
- როგორც კი ადუღდება, ჩააყარეთ დაჭრილი პომიდორი (უმჯობესია პატარა კუბიკებად ან ჩერი პომიდორი შუაზე). ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე, რომ პომიდორი ოდნავ დარბილდეს, მაგრამ ფორმა არ დაკარგოს.
- გამორთეთ ცეცხლი. დააგემოვნეთ (თუ სიმჟავე აკლია, შეგიძლიათ ცოტა ლაიმის წვენი ჩააწუროთ). ბოლოს კი უხვად მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
ტომ იამი 15 წუთში

შეიძლება მოგეწონოთ