- პორცია: 8 ადამიანი
- მომზადება: 20 წუთი
- დამზადება: 1 საათი
- კალორია 100 გრამზე: 165
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
კურნიკი — ეს არის რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საზეიმო კერძი, რომელსაც ხშირად „ღვეზელების მეფეს“ უწოდებენ. ტრადიციულად მას ქორწილებში ან დიდ დღესასწაულებზე ამზადებდნენ.
მისი მთავარი თავისებურება მრავალშრიანობაა: სხვადასხვა შიგთავსი ერთმანეთისგან თხელი ბლინებით არის გამოყოფილი, რაც ღვეზელს წარმოუდგენლად წვნიანსა და გემრიელს ხდის.
ინგრედიენტები
დამზადება
- ცომის მომზადება:
- საფუარი: გახსენით საფუარი 250 მლ თბილ წყალში, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და გააჩერეთ 10 წუთი, სანამ საფუარის ქაფიანი "ქუდი" არ გაჩნდება.
- მოზელვა: ჯამში ჩაყარეთ 450 გრ ფქვილი და 2 ჩაის კოვზი მარილი. ცენტრში გააკეთეთ ღრმული და ჩაასხით საფუარიანი მასა.
- მოზილეთ ცომი, შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კვლავ კარგად ზილეთ. ცომი თავიდან წებოვანი იქნება, მაგრამ დამუშავების შემდეგ გახდება გლუვი და ელასტიური (კომბაინით ზელვას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი).
- გადააფარეთ ნამიანი ტილო და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.
- სოუსი და შიგთავსები:
- საკაზმი: შეურიეთ 150 გრ არაჟანი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ბრინჯის შიგთავსი: მოხარშეთ ბრინჯი, გადაავლეთ წყალი და დაწურეთ. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში, არაჟნის საკაზმის ნაწილი და შავი პილპილი. აურიეთ.
- ქათმის შიგთავსი: მოხარშეთ ქათმის ბარკლები წყალში (ხახვთან, პილპილთან, დაფნის ფოთოლთან და მარილთან ერთად) 30-40 წუთი. აცადეთ გაცივება პირდაპირ ბულიონში (ასე უფრო წვნიანი დარჩება). დაჭერით ხორცი კუბიკებად, დაუმატეთ არაჟნის საკაზმი და შავი პილპილი.
- სოკოს შიგთავსი: 2 თავი ხახვი და სოკო დაჭერით კუბიკებად. ხახვი მოშუშეთ ზეთში გამჭვირვალობამდე, ცალკე მოშუშეთ სოკო. შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მარილი, პილპილი და გააცივეთ.
- ბლინების გამოცხობა:
- ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ არაყი და კვლავ ათქვიფეთ. დაასხით კეფირი, დაამატეთ მარილი.
- ნელ-ნელა დაამატეთ სოდასთან ერთად გაცრილი ფქვილი და ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. გააჩერეთ 10 წუთი.
- დაამატეთ 100 მლ ცხელი წყალი, კვლავ ათქვიფეთ, ჩაასხით ზეითუნის ზეთი და აურიეთ ხელის ზამბარით. გამოაცხვეთ თხელი ბლინები (დაგჭირდებათ 8 ცალი).
- კურნიკის აწყობა:
- აფუებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. შედარებით პატარა ნაწილი გააბრტყელეთ საფუძვლისთვის.
- ფენები:
- ცომის ცენტრში დადეთ პირველი ბლინი, წაუსვით არაჟნის სოუსი.
- ზემოდან დაადეთ ბრინჯის შიგთავსის ნახევარი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- დააფარეთ მეორე ბლინი, წაუსვით სოუსი, დაადეთ ქათმის შიგთავსის ნახევარი და ყველი.
- დააფარეთ მესამე ბლინი (სოუსის გარეშე), დაადეთ სოკოს შიგთავსის ნახევარი და ყველი.
- გაიმეორეთ იგივე თანმიმდევრობა, სანამ ინგრედიენტები არ გათავდება. ყოველი ფენა ხელით მსუბუქად დატკეპნეთ. ბოლო ფენა უნდა იყოს ბლინი.
- გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და გადააფარეთ ღვეზელს. მორთეთ ცომის ნარჩენებით.
- ცხობა:
- შედგით 180°C-ზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
- გამოიღეთ, გადაუსვით კვერცხის გულისა და 1 სუფრის კოვზი რძის ნაზავი, მოაყარეთ ქუნჯუთი და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.
კურნიკი

შეიძლება მოგეწონოთ