ფუნთუშები მოხარშული კრემით

ფუნთუშები მოხარშული კრემით

ფუნთუშები 0 ბოლო განახლება: Feb 03, 2026 შექმნილია: Feb 03, 2026
ფუნთუშები მოხარშული კრემით
  • პორცია: -
  • მომზადება: -
  • დამზადება: -
  • კალორია 100 გრამზე: -
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

პატარა რჩევა: თუ ნედლი საფუარის ნაცვლად მშრალ საფუარს გამოიყენებთ, დაგჭირდებათ დაახლოებით 5 გრამი (ნედლი საფუარის რაოდენობა იყოფა სამზე).

ინგრედიენტები

დამზადება

  1. მომზადებას ვიწყებთ ცომით:
  2. საფუარის მომზადება: თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი.
  3. შერევა: დაამატეთ მარილი, გამლღვარი კარაქი და კვერცხი.
  4. მოზელა: კარგად აურიეთ და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი. ზილეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ რბილ გუნდას, რომელიც ხელებზე თითქმის აღარ გეკვრებათ.
  5. დასვენება: დააფარეთ ცომს და დატოვეთ ამოსასვლელად (თბილ ადგილას პროცესი უფრო სწრაფად წავა).
  6. სანამ ცომი ამოდის, მოვამზადოთ კრემი:
  7. ბაზა: ქვაბში სათქვეფით აურიეთ კვერცხი, შაქარი, სახამებელი და ვანილინი.
  8. მოხარშვა: ჩაასხით რძე, კვლავ აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხარშეთ მუდმივი მორევით, სანამ არ გასქელდება.
  9. დასრულება: ჩაამატეთ კარაქის ნაჭერი, აურიეთ და გადაიტანეთ ჯამში. ზემოდან მჭიდროდ (ზედაპირზე შეხებით) გადააფარეთ საკვები ცელოფანი, რომ კანი არ გაიკეთოს.
  10. ფუნთუშების მომზადება:
  11. დაჭრა: ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ ცომის გასაბრტყელებლით. ჭიქის საშუალებით გამოჭერით რგოლები.
  12. დაყოვნება: გამოჭრილ ფორმებს დააფარეთ ტილო და აცადეთ 10 წუთი დასვენება.
  13. წვა: ქვაბში ან ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ჩაალაგეთ ცომის რგოლები და შეწვით საშუალო ცეცხლზე. როცა ერთი მხარე დაიბრაწება, გადააბრუნეთ.
  14. დაკრემვა: როცა ფუნთუშები ოდნავ შეგრილდება, საკონდიტრო ტომრის საშუალებით ფრთხილად გახვრიტეთ და შეავსეთ კრემით. (ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ კრემი უკან არ ამოვიდეს).
  15. დეკორი: მზა დონატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
  16. გემრიელად მიირთვით!

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.