- პორცია: 2 ადამიანი
- მომზადება: 15 წუთი
- დამზადება: 8 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 550
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
კროკ-მესიე — ეს არის კლასიკური ფრანგული ცხელი სენდვიჩი ლორით, ყველითა და ბეშამელის სოუსით. მისი ხრაშუნა პური, დამდნარი ყველი და ნაზი სოუსი გემოების ჰარმონიულ შეხამებას ქმნის.
რჩევები
ყველი: კლასიკური ვარიანტებია გრუიერი ან ემენტალი, თუმცა გამოდგება სხვა ნახევრად მყარი, მდიდარი გემოს მქონე ყველებიც, მაგალითად ჩედარი ან გაუდა.
მდოგვი: დიჟონის მდოგვი სენდვიჩს განსაკუთრებულ არომატს აძლევს, თუმცა შეგიძლიათ ჩვეულებრივიც გამოიყენოთ.
გამოცხობის ალტერნატივა: სენდვიჩის ტაფაზე შეწვა საჭირო არ არის — შეგიძლიათ პირდაპირ ღუმელში გამოაცხოთ 180 °C-ზე 4–5 წუთის განმავლობაში.
მითითება/სერვირება: მიირთვით კროკ-მესიე დაუყოვნებლივ, ცხელ მდგომარეობაში. შეგიძლიათ მიაყოლოთ მსუბუქი სალათა ან კორნიშონები (პატარა მწნილი კიტრი).
ინგრედიენტები
დამზადება
- მოამზადეთ ბეშამელის სოუსი. პატარა ქვაბში დაადნეთ კარაქი. დაამატეთ ფქვილი და სწრაფად აურიეთ სათქვეფით. შუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში უწყვეტი რევით, რათა კუმპლები არ წარმოიქმნას. შემდეგ წვრილი ნაკადით ჩაასხით რძე, თან უწყვეტად ერიეთ. ხარშეთ გაქელებამდე (თხელი მანანის ფაფის კონსისტენციამდე). გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი (ჯავზი) და გახეხილი ყველის ნახევარი. სოუსი ცოტა ხნით გადადგით.
- მოამზადეთ პური. ტოსტის ნაჭრები ტოსტერში ოქროსფერ შეფერილობამდე დააბრაწეთ და მცენარეული ზეთით ოდნავ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დაალაგეთ.
- აწყვეთ სენდვიჩები. პურს წაუსვით დიჟონის მდოგვი. ზემოდან დაადეთ ყველის ნაჭრები, შემდეგ — ლორი. დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი.
- გამოაცხვეთ. სენდვიჩის ზედა ნაწილზე თანაბრად გადაანაწილეთ დარჩენილი ბეშამელის სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით 200 °C-მდე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთით. შემდეგ გადართეთ გრილის რეჟიმზე და აცხეთ კიდევ 3 წუთი, რომ ზედაპირი კარგად დაბრაწოს.
კროკ-მესიე

შეიძლება მოგეწონოთ