- პორცია: 2 ადამიანი
- მომზადება: 30 წუთი
- დამზადება: 4:30 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 119
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
კალმარის მომზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დიდხანს არ გააჩეროთ მდუღარე წყალში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორცი რეზინისებური და უგემური გახდება. საკმარისია ფილე ჩაუშვათ მდუღარე წყალში სულ რაღაც 30 წამით. ასე ისინი დარჩება რბილი, ელასტიური და კარგად შეიწოვს მარინადს.
ხახვის დაჭრისას თვალის ლორწოვანი გარსი რომ არ გაგიღიზიანდეთ, გარეცხეთ ხახვი და დანა ცივი წყლით. ხოლო საჭრელი დაფა არ შეიწოვს ხახვის უსიამოვნო სუნს, თუ დაჭრამდე მას ლიმონის ნაჭერს წაუსვამთ.
ინგრედიენტები
დამზადება
- მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები. სტაფილო კარგად გარეცხეთ და გათალეთ. ხახვი გაასუფთავეთ ფურცლებისგან და გარეცხეთ. კალმარი გაალღვეთ და ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში 30 წამით.
- კალმარი ამოიღეთ წყლიდან, გაამშრალეთ და დაჭერით გრძელ, თხელ ზოლებად (ჩხირებად).
- ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. თვალები რომ არ აგეწვათ, დანა პერიოდულად ცივი წყლით დაასველეთ.
- ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. მოშუშეთ ხახვი მასში დამატებულ კუნჟუტის მარცვლებთან ერთად ერთი წუთის განმავლობაში. გადმოდგით ტაფა ქურიდან. ამოიღეთ ხახვი და კუნჟუტი ისე, რომ ბევრი ზეთი არ გაჰყვეს. იმისათვის, რომ დაფქულმა ქინძმა თავისი არომატი სრულად გამოავლინოს, შეგიძლიათ ისიც ჩაამატოთ მოშუშვისას.
- სტაფილო გახეხეთ სპეციალურ სახეხზე ან დაჭერით თხელ ჩხირებად. რაც უფრო თხელი და თანაბარი იქნება ნაჭრები, მით უკეთესი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე მზა, „კორეული სტაფილო“.
- ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კალმარი, სტაფილო და ხახვი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ქინძი და ძმარი. კარგად აურიეთ.
- კალმარი და სტაფილო შედგით მაცივარში 4 საათით დასამარინადებლად. მზა საუზმეს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მიიტანეთ სუფრასთან.
დამარინადებული კალმარი კორეულად სტაფილოთი

შეიძლება მოგეწონოთ