სახლის ფუა-გრა ქათმის ღვიძლისგან

სახლის ფუა-გრა ქათმის ღვიძლისგან

ხორცი 0 ბოლო განახლება: Jun 27, 2026 შექმნილია: Jun 27, 2026
სახლის ფუა-გრა ქათმის ღვიძლისგან
  • პორცია: 8 ადამიანი
  • მომზადება: 25 წუთი
  • დამზადება: 8 საათი
  • კალორია 100 გრამზე: 230
  • სირთულე: ადვილი
დაბეჭდვა

შესანიშნავი იდეაა დილის ტოსტებისთვის! აუცილებლად სცადეთ! ქათმის ღვიძლისგან მომზადებული სახლის ფუა-გრა არაფრით ჩამოუვარდება ფრანგული სამზარეულოს მოტივებზე შექმნილ ძვირადღირებულ რესტორნის წასახემსებელს. ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივია. ძირითადი დრო მიაქვს ღვიძლის ჩალბობასა და მზა ფუა-გრას გაცივებას.

ინგრედიენტები

დამზადება

  1. ღვიძლი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ აპკები, მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში და დაასხით რძე. შედგით ღვიძლი მაცივარში ჩასალბობად 6 საათის განმავლობაში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაიტანეთ ღვიძლი საწურზე და დაელოდეთ, სანამ სითხე კარგად ჩამოიწურება.
  2. ტაფაზე გაადნეთ 120 გრამი კარაქი და მასში შეწვით ღვიძლი 10 წუთის განმავლობაში.
  3. ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, მოშუშეთ ქათმის ან ღორის ქონში, შემდეგ დაასხით ღვინო და გააგრძელეთ თუშვა ხახვის სრულ დარბილებამდე.
  4. ღვიძლი და ხახვი მოათავსეთ ბლენდერის თასში, დაუმატეთ დარჩენილი კარაქი, დააბლენდერეთ პასტისებრი მასის მიღებამდე, შეაზავეთ დაფქული პილპილის მიქსითა და გამმშრალი ბეგქონდარათი (ტიმიანით). მარილითა და შაქრით მიიყვანეთ სასურველ გემომდე და ხელმეორედ ათქვიფეთ ბლენდერით.
  5. პატარა კონტეინერში (ფორმებში) ჩააფინეთ საკვები ფირი, გადაიტანეთ მასში მიღებული პაშტეტი, ფრთხილად დატკეპნეთ და შედგით მაცივარში 2 საათით.
  6. ფრთხილად გადმოაბრუნეთ კონტეინერი ბრტყელ თეფშზე, მოაცილეთ ფირი და მიიტანეთ სუფრასთან.
  7. გემრიელად მიირთვით!

შეიძლება მოგეწონოთ

გამოწერა

დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ ელ-ფოსტით განახლებები ახალ რეცეპტებზე.