- პორცია: 6 ადამიანი
- მომზადება: 30 წუთი
- დამზადება: 35 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 134
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
ამ კულინარიული რეცეპტის სამშობლო საფრანგეთია. პოჟარსკის კოტლეტი ფუა-გრათი ნაღების სოუსში ძალიან ლამაზად მიირთმევა სუფრაზე კარტოფილისგან დამზადებული „სოკოების“ გარნირთან ერთად. აუცილებლად სცადეთ, წარმოუდგენლად გემრიელია!
ინგრედიენტები
დამზადება
- ქათმის ფილეს ბლენდერით ვაქცევთ ერთგვაროვან მასად. თეთრი პურის ნაჭრებს რამდენიმე წუთით ვათავსებთ რძეში, შემდეგ ვწურავთ და ვამატებთ ფარშში. ვუკეთებთ მარილსა და პილპილს. ამის შემდეგ ფარშში ნელ-ნელა ვასხამთ ცივ ნაღებს და თან მუდმივად ვურევთ. ფქვილის დახმარებით, ქათმის ფარშისგან ვძერწავთ მოგრძო ფორმის კოტლეტებს (ბატონებს). მათ ვწვავთ ტაფაზე, კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან. ამის შემდეგ, დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ კოტლეტებს კიდევ 15 წუთის განმავლობაში და მუდმივად ვატრიალებთ.
- კარტოფილს ვხარშავთ, ვუწურავთ წყალს და ვაშრობთ დაბალ ცეცხლზე. ვაშლის ამოსაღები სპეციალური დანით კარტოფილისგან გამოვჭრით „სოკოს ფეხებს“ და ვბრაწავთ კარაქში.
- შემდეგ ვამზადებთ სოუსს. გაცხელებულ კარაქში ვშუშავთ დაჭრილ ხახვს გამჭვირვალობამდე, გადავწურავთ ზედმეტ ცხიმს, ვასხამთ ღვინოს და ვაცდით აორთქლებას საწყისი მოცულობის 30%-მდე. ვამატებთ ლიმონის წვენსა და ცხიმიან არაჟანს. ამ ყველაფერს ვხარშავთ სოუსის კონსისტენციის მიღებამდე. სოუსს ვფილტრავთ (ვატარებთ საცერში), ვუმატებთ მარილსა და პილპილს.
- ცალკე ტაფაზე ძალიან სწრაფად ვწვავთ იხვის ღვიძლს (ფუა-გრას) და გადავდებთ სუფრაზე მიტანამდე. ამავე ტაფაზე ვათავსებთ ისპანახს და ვაცდით ფერის გამუქებას (ჩათუშვას). ისპანახს გადავიტანთ საცერზე და კარგად ვწურავთ.
- თეფშის ცენტრში ვათავსებთ ისპანახს, მასზე ვდებთ კოტლეტს, ხოლო ზემოდან, სოკოს ქუდის ფორმით, ვადებთ ღვიძლს. პოჟარსკის კოტლეტი ფუა-გრათი ნაღების სოუსში მზად არის, მივირთმევთ კარტოფილთან და სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
პოჟარსკის კოტლეტი ფუა-გრათი არაჟნის სოუსში

შეიძლება მოგეწონოთ