- პორცია: 4 ადამიანი
- მომზადება: 10 წუთი
- დამზადება: 10 წუთი
- კალორია 100 გრამზე: 150
- სირთულე:
ადვილი
დაბეჭდვა
შეთავაზება:
გადაიტანეთ მეზე ლამაზ, ბრტყელ თეფშზე, ზემოდან კიდევ ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით და გააფორმეთ ნიგვზით.
მიირთვით ტაფაზე ან გრილზე ზეითუნის ზეთით დაბრაწულ, ხრაშუნა პურის ნაჭრებთან ერთად!
ინგრედიენტები
დამზადება
- სანაყში ჯერ ჩაყარეთ ნიორი და მწიკვი მარილი. კარგად დანაყეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- დაამატეთ ნიგოზი (ან ნუში) და მსუბუქად დანაყეთ. ნუ აქცევთ ფქვილად — სასიამოვნო, წვრილი ნატეხები უნდა დარჩეს, რაც კერძს სიმკვრივეს მისცემს.
- გამომშრალი პომიდვრები დაჭერით შედარებით პატარა ნაჭრებად, ჩაამატეთ სანაყში და დაიწყეთ მათი დანაყვა. პომიდორი უნდა დაიშალოს, თუმცა მთლიანად პიურედ არ უნდა იქცეს.
- დაამატეთ ხმელი პიტნა, წიწაკის ფანტელები, ნარშარაბი და ნელ-ნელა ჩაასხით ზეითუნის ზეთი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ სანაყისავე სახელურით.
- ბოლოს დაამატეთ ხელით დაფშვნილი ფეტა და დაჭრილი ახალი რეჰანი/პიტნა. კიდევ ერთხელ, ძალიან ფრთხილად ამოურიეთ, რომ ყველი მთლად არ ჩადნეს და მასაში თეთრი ნაწილაკები ჩანდეს.
მეზე

შეიძლება მოგეწონოთ